კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყებაში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, 13-დან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა:
შსს-ს ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
,,ორი შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში; სამი შემთხვევა კი – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში; კორონავირუსის ერთი ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც; ერთი შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში; ერთი შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში; ორი შემთხვევა დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.
ასევე, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში” – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, 20 სექტემბერს კოვიდ-19 შსს-ს 11 თანამშრომელს დაუდასტურდა.