ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუ ევროპა ახლა არ იმოქმედებს და საქართველოს რუსეთის ხელში დაბრუნებას დაუშვებს“ – სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტში

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

მან საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ ევროპა ახლა არ იმოქმედებს და საქართველოს რუსეთის ხელში დაბრუნებას დაუშვებს“.

„დღეს საქართველოში ჩვენ ვართ რეპრესიების ქვეშ მყოფი ერი: უდანაშაულო ადამიანებს, ჟურნალისტებს, მსახიობებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკურ ლიდერებს უსამართლოდ აბრალებენ დანაშაულებს და ცრუ ბრალდებებით ასამართლებენ. ხელისუფლება, რომელიც რუსულ ტაქტიკას იმეორებს, სამართლებრივ და პოლიციურ სისტემას მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს

თუ ევროპა ახლა არ იმოქმედებს და საქართველოს რუსეთის ხელში დაბრუნებას დაუშვებს, ეს სტრატეგიული კატასტროფა იქნება სრულიად ევროპისთვის“, – თქვა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....