ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანიის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

გერმანიის მოქალაქეებს, საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველო კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შედარებით ნაკლებად არის დაზარალებული, თუმცა ბოლო პერიოდში ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვების ქვედა დიაპაზონშია, რის შედეგადაც სექტემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევები რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მეტად დაზარალებულია დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი აჭარა.

განცხადების თანახმად, საქართველოში 2020 წლის 8 ივლისს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან მოგზაურებს შეუზღუდავად შეუძლიათ ჩასვლა. ამისთვის საჭიროა გერმანიის მოქალაქეობის, ან მუდმივი ბინადრობის წარდგენა. გამგზავრებამდე საჭიროა, ელექტრონულ ფორმაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიისა და საქართველოში საკონტაქტო მონაცემების მითითება.

იტვირთბა....