ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 21-ე პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პაციენტი ბათუმიდანაა და ის 80 წლის ქალბატონია.

პაციენტი მკურნალობას ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გადიოდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

„კლინიკა ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

საქართველოში სულ კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....