ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოში მევახშეობა გახდეს კანონით დასჯადი” – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით აიკრძალოს “მევახშეობა”. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებს ერთმანეთში ერევათ ბანკი და მევახშე.

“ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს, მე ვეკითხები რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა გამოვიდე ინიციატივით.

ეთერებით გადის ძალიან არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ, სარეკლამო რგოლები და ჩვენ, მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო, მევახშე ქართული განმარტებითი ლექისკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი”, – განაცხადა “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ხაზარაძემ.

იტვირთბა....