ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, 23 წლის პროგრამისტის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ დავით ფურცვანიძეს პასუხობს და მას უპირისპირდება. ლობჟანიძისთვის საეჭვოა, საიდან აღმოაჩინა დავით ფურცხვანიძემ ის ფოტომასალა, რომელიც Google-შიც კი არ იძებნება. ამის შესახებ მან „2020NEWS”-ს განუცხადა.
“სატელიტით გადაღებული ფოტოების ავთენტურობა საეჭვოა, რადგან დამოტანჟებულს ჰგავს. ჩემთვის საეჭვოა როგორ აღმოჩნდა, სატელიტით გადაღებული ის მასალა დავით ფურცხვანიძის ხელში, როდესაც თავად Google-შიც კი არ იძებნება ის დღეები, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა. თავიდანვე ვამტკიცებდი, რომ ეს ფოტო მასალა არაავთენტური იყო და ამაში ახლა ყველანი დავრწმუნდით” – განცხადა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.