ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ბაჩანაზეც ბევრი რამ ვიცი, მაგრამ მთელი დღეა მობილური გამორთული აქვს” – რამიშვილი

“ძალიან ბევრი სხვა ინფორმაციებიც მაქვს, მე იმას არ დავმალავ, რომ ბაჩანასთანაც მქონდა გუშინ კონტაქტი, ამ ადამიანის სახელზე და გვარზეც, მას ჰქონდა სურვილი, რომ დღეს შევხვედროდი. მე ბაჩანაზეც ბევრი რამ ვიცი, მაგრამ მთელი დღეა დღეს ბაჩანას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ბაჩანას უნდოდა გუშინ ამ სახელი და გვარის თქმის შემდეგ ჩემთან შეხვედრა. იმიტომ, რომ მე ვიცი ბაჩანას კავშირები სუს-ის სტრუქტურასთან.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

რამიშვილმა დღეს თბილისის პროკურატურას გადასცა სუსის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი, სადაც საუბარია გარდაცვლილი ახალგაზრდას საქმიანობის ახალ დეტალებზე.

 

იტვირთბა....