„თბილსერვის ჯგუფმა“, დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონში, მიმდებარე ფერდობებისა და გამწვანებული ტერიტორიების დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა.
კომპანიის თანამშრომლებმა კრწანისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.
დასუფთავების აქციაში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი. ადგილზე სპეციალური ტექნიკაც იყო მობილიზებული.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ.