aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

1,800,000 დოლარი რუსეთის სახელმწიფო ბანკის ანგარიშზე – ქართული ბანკები ფულის გათეთრების საქმეში მოხვდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ) მიერ გამოქვეყნებული ფულის გათეთრებისა და თაღლითური სქემების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.

FinCen-ის ფაილები ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს და მათი დიდი ნაწილი ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა.
აღდგენილი ტრანზაქციებიდან კი ქართული ბანკების გავლით $27 მილიონი დოლარის გადარიცხვები შედგა :

  • 2007 წლის 18 ოქტომბრიდან 2011 წლის 11 ოქტომბრამდე, პერიოდში, 161 ტრანზაქციით TBC ბანკიდან Habib Bank A G Zurich-ის ანგარიშებზე გადაირიცხა 16,084,899 დოლარი;
  • 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 28 დეკემბრამდე პერიოდში, 13 ტრანზაქციით – Raiffeisenbank-იდან საქართველოს ბანკის ანგარიშებზე გადაირიცხა 7,628,334 დოლარი;
  • 2012 წლის 10 დეკემბერს 1 ტრანზაქციით – TBC ბანკიდან რუსეთის სახელმწიფო სბერბანკის ანგარიშზე გადაირცხა 1,800,000 დოლარი;
  • 2012 წლის პირველი ოქტომრიდან 2013 წლის 15 იანვრამდე პერიოდში, 5 ტრანზაქციით – The National Bank of Ras-დან [Ras Al-Khaimah, Uae] TBC ბანკის ანგარიშებზე გადაირიცხა 1,012,080 დოლარი;
  • 2016 წლის 2 თებერვლიდან ამავე წლის 22 მარტამდე პერიოდში, 10 ტრანზაქციით – პროკრედიტ ბანკიდან, საქართველოს ბანკის ანგარიშებზე გადაირცხა 414,418 დოლარი;
  • 2011 წლის 8 ივლისიდან 2011 წლის იანვრამდე პერიოდში, 2 ტრანზაქციით – საქართველოს ბანკიდან Habib Bank A G Zurich-ის ანგარიშებზე გადაირიცხა 81,000 დოლარი;
  • 2013 წლის 15 ნოემბერს 1 ტრანზაქციით – JSC Tbc ბანკიდან Uralsib Bank-ის ანგარიშებზე გადაირიცხა 2,489 დოლარი.
იტვირთბა....