ჯანდაცვის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მთავარი მრჩეველის, პროფესორ ქრის ვითის განცხადებით, ბრიტანელი ექსპერტი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის პანდემიის კრიტიკულ ზღვარზეა და არასწორი გეზი აქვს აღებული.
როგორც ქრის ვითმა აღნიშნა, დიდ ბრიტანეთს ზამთარში დიდი გამოწვევები ელოდება.
ცნობისთვის, 20 სექტემბერს COVID-19-ის 3 899 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, დაიღუპა კიდევ 18 პაციენტი.
“ბიბისის” ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი შექმნილი მდგომარეობის გამო, ინგლისში კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.