ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს, ევროპარლამენტარმა რაინიე ვან ლანშოტიმ საქართველოსთან მიმართებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.
„ანგარიშიდან ორ მნიშვნელოვან პარაგრაფს გამოვყოფდი. პირველი, ზომები, რომელიც ევროკაშირმა მიიღო, არ ასახავს საქართველოში ვითარების სისასტიკეს და მეორე, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარმოდგინონ ორმხრივი პერსონალური სანქციები. ბოლოს დამტკიცებულ რეზოლუციაში არის სია იმ პირებისა , რომლებიც პერსონალურად უნდა დასანქცირდნენ , ეს ვერსია უკვე დამტკიცებულია. პრობლემა არა იმაშია, რომ ევროპარლამენტს კარგი იდეის ნაკლებობა აქვს, არამედ იმაში, რომ ჩვენ წევრი სახელმწიფოებისგან რეალური ქმედებები გვაკლია და ლიდერების ნაკლებობა ამ მიმართულებით ევროკომისიაში. “ქართული ოცნება” რუსულ კოშმარად გადაიქცა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.