საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოდის.
ის სხვადასხვა საკითხს შეეხო, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს.
„9 აპრილი ყველა ქართველისთვის სევდიანი დღეა. ამ დღეს, 1989 წელს რუსი ჯარისკაცები და ტანკები შევიდნენ თბილისის ცენტრში და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მოწოდებული მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩაახშეს. მათ გამოიყენეს გაზი, ხელკეტები და მაქსიმალური ძალადობა ხალხის დასაშლელად, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგებოდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის ბევრი ქალი. კიდევ ასობით დაშავდა, მაგრამ იმ ღამის გზავნილი არ გამქრალა, ამან ეროვნული მოძრაობა აანთო და ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ნიადაგი მოამზადა…
მაგრამ ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან. უკვე 140 დღეზე მეტია, ისინი მშვიდობიანად აპროტესტებენ ისეთივე საშიშ რაღაცას – ჩუმ სახელმწიფო გადატრიალებას დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.