ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის ინფექციით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პაციენტი 60 წლის ქალბატონია და ის ოკუპირებული აფხაზითიდან სამკურნალოდ რამდენიმე დრის წინ გადმოიყვანეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 534-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 4 988 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

იტვირთბა....