ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  თერჯოლაში, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა თერჯოლაში კანდიტატების წარდგენისას რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.

როგორც გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს, თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი, პრობლემაა შიდა გზები, რომლებიც მოსაგვარებელია, სასმელი წყალი, საირიგაციო წყალი, ასევე პრობლემაა წყალარინების სისტემა ქალაქში.

დღეს, თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი. რა თქმა უნდა, პრობლემაა შიდა გზები, რომლებიც მოსაგვარებელია, სასმელი წყალი, საირიგაციო წყალი, ასევე პრობლემაა წყალარინების სისტემა ქალაქში. ამას ყველაფერს ჩვენ ერთად გავაკეთებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თერჯოლა, ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეს სოფლის მეურნეობის თავის ისტორიულ კულტურებს. თერჯოლაში კიდევ და კიდევ უფრო უნდა განვითარდეს მევენახეობა. ამისთვის, მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკეთებს სპეციალურ პროგრამას იმისთვის, რომ დასავლეთ საქართველოში და მათ შორის თერჯოლაში, ნელ-ნელა დავიწყოთ მცირე მარნების შექმნა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ მალე, სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, როდესაც რიკოთის უღელტეხილის ჩქაროსნული გზა დამთავრდება, სულ რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან აქ ჩამოსვლა, რაც სერიოზულ იმპულსს მისცემს აქ ტურიზმის განვითარებას”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....