რუს ოპოზიონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის “ნოვიჩოკის” შემქმნელი ვილ მირზაიანოვი ბოდიშს უხდის.
როგორც მეცნიერმა ტელეკომპანია “დოჟდეს” ეთერში განაცხადა, ის 1995 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს და მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება ამ შხამის წინააღმდეგ ბრძოლას მოანდომა.
მისივე განცხადებით, ნავალნი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რადგან მის გამოჯანმრთელებას ერთი წელი დასჭირდება.
„უაღრესად დიდ ბოდიშს ვუხდი ალექსეი ნავალნის იმისთვის, რომ ვმონაწილეობდი ამ დანაშაულებრივ ბიზნესში – ამ ნივთიერების შემუშავებაში, რომლითაც ის მოიწამლა“, – განაცხადა მეცნიერმა ქიმიკოსმა რუსულ ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში