ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მინსკში, პოლიციამ საპროტესტო მარშის 200 -ზე მეტი მონაწილე დააკავა

ბელარუსის დედაქალაქში, მინსკში, სამართალდამცავებმა ქალების საპროტესტო მარში დაარბიეს. აღნიშნულ მარშსში მონაწილეობას 2000-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა.

ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია “ვიასნას” ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. მათივე ცნობით, პოლიციამ მათ გზა გადაუღობა და ფურგონებში ძალით ჩასვა.

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

იტვირთბა....