ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსით ინფიცირებული 519 ადამიანი მკურნალობს

აჭარის ჯანდაცვის სამისნიტროს ინფორმაციით, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 519 ადამიანი მკურნალობს.

სამინისტროს ცნობით, კოვიდ კარანტინებში მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა 377 ინფიცირებული გადის.

ასევე, აღნიშნული უწყების ინფორმაციით, აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 000-მდე PCR ტესტი ჩატარდა.

„გამოვლინდა 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღეს არსებული მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდ კარანტინებში მეთვალყურეობაზე იმყოფება 377 პაციენტი. ახალ შემთხვევებთან ერთად გვაქვს პოზიტიური შედეგებიც, საკარანტინო სივრციდან გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 34 პაციენტი. სტაციონარი დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. ამ რიცხვს დღეს სავარაუდოდ, კიდევ 2 პაციენტი დაემატება”,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

იტვირთბა....