ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ეზუგბაიამ განმარტა, ქვეყანაში, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 13-ით გაიზარდა. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი 46% შეადგენს.

“დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით, გახლავთ სულ 3502 დადასტურებული შემთხვევა. 196 ახალი დადასტრურებული შემთხვევივად 128 არის აჭარას უკავშირდება”, -განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ინფოცირებულთა რაოდენობამ 3502 მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1494-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41.

იტვირთბა....