„გამოჯანმრთელების გზაზე რომ ვარ ეს ნათელია, თუმცა გზა გრძელია“, – ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც კომიდან ახლახან გამოვიდა, სოციალურ ქსელ Instagram-ზე წერს.
ნავალნი აღნიშნავს, რომ ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია:
„ჩემს ხელში ტელეფონი ქვასავით გამოუსადეგარია და წყლის დასხმა მიძნელდება, თუმცა ეს ყველაფერი სისულელეა… ცოტა ნის წინ ვერ ვცნობდი ხალხს და ვერ ვხვდებოდი, თუ როგორ უნდა მესაუბრა, ეს სასოწარკვეთაში მაგდებდა, არც ვიცოდი, როგორ გამომეხატა ეს…თუმცა ბერლინის კლინიკის არაჩვეულებრივმა ექიმებმა მთავარი პრობლემა მოაგვარეს – ფორმალურად ცოცხალი ადამიანი მაქციეს ადამიანად, რომელსაც აქვს შანსი, გახდეს თანამედროვე საზოგადოებისთვის უმაღლესი ფორმის ქმნილება, რომელსაც შეუძლია, შევიდეს ინსტაგრამზე და მარტივად გაიგოს, რა მოიწონოს“. – წერს ნავალნი.
ექიმების დასკვნით, რუსი ოპოზიციონერი ნოვიჩოკით მოწამლეს.