„ლოგიკურია, რომ პატიმრობაში დატოვეს“, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “პირველის” ეთერში დაჭრილი მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიასთვის აღკვეთი ღონისძიებით პატიმრობის შეფარდებას.
როგორც ხარაზიშვილი ამბობს, მას რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტთან პირადი კონფლიქტი არასოდეს ჰქონია.
„თავს კარგად ვგრძნობ. გუშინ გამომწერეს და უკვე სახლში ვარ. ლოგიკურია, რომ პატიმრობაში დატოვეს, ასეთი დანაშაულის თაობაზე პატიმრობაში რომ არ დაეტოვებინათ გასაკვირი იქნებოდა. ველოდები, რომ ეს ფაქტი იქნება სხვებისთვის მაგალითი, რომ მეორედ ასეთი რამ არ მოხდეს, შესაბამისად კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება დამნაშავე. ჩვენ პირადი კონფლიქტი არ გვქონია არასოდეს, ამ ყველაფერს ვუკავშირებ ჩვენი საინიციატივო ჯგუფის ბოლოდროინდელ აქტიურობას“, – განაცხადა რაგბისტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, დისტანციური მსჯელობის რეჟიმში რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეუფარდა.