ახალციხეში, რესტორნის მესაკუთრე 2 000 ლარიანი ჯარიმით დააჯარიმეს. როგორც რესტორნის დირექტორი აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებულმა მამაკაცმა დედის ქელეხის გადახდა შეუკვეთა, სადაც 10 კაციანი შეკვეთიდან რესტორანში, მხოლოდ 6 მივიდა.
მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული მამაკაცი და მისი სტუმრები რესტორანში დიდხანს არ გაჩერებულან, შეკვეთილი კერძები ჩაულაგეს და მალევე წავიდნენ.
ასევე, რესტორნის დირექტორის განცხადებით, ჯარიმა მაშინ დაუწერეს, როდესაც გაიგეს, რომ სომხეთში დაბრუნებულ ინფიცირებული ვირუსი აღმოუჩინეს.
ამასთან, როგორც დირექტორი აცხადებს, აღნიშნული ფაქტის გასაჩივრებას აპირებს, რადგან თვლის რომ ჯარიმა უსაფუძვლოა.