“საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია. ეს ჩვენ საკუთარ თავზე, მეგობრებზე და ახლობლებზე გამოვცადეთ”, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახი კალაძემ სამტრედიაში წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე გააკეთა.
“საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია. ეს ჩვენ საკუთარ თავზე, მეგობრებზე და ახლობლებზე გამოვცადეთ, მაგრამ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვდობიანად, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები. დღეს ჩვენი ხელისულებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. მინდა გითხრათ , რა გაკეთდა 2012 წლის შემდეგ, რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა იმერეთში, თუნდაც სამტრედიაში, მაგრამ მე რომ არ დავიწყო ყველა იმ პროგრამის და პროექტის მოყოლა, რომელიც დავნერგეთ და რომლითაც სარგებლობს ბევრი მოქალაქე, მე მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, პრობლემები და ამას სჭირდება 24- საათიანი შრომა”, – განაცხადა კახი კალაძემ.