ახალი ამბები მთავარი სამართალი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, პროკურატურამ დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარემ 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მერაბ ბესელიამ იუნკერების გუნდის კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, რაგბის კავშირის ტერიტორიაზე 16 სექტემბერს დაჭრა.

იტვირთბა....