“ფოტო აეროპორტიდან” – აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილი დებს და თან აეროპორტში გადაღებულ ქიბარ ხალვაშის ფოტოს აქვეყენებს, რომელზეც ჩანს თუ როგორ გადის საბაჟო პუნქტს ქიბარ ხალვაში.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკონსტიტუციო სასამართლოს რუსთავი 2-მა სარჩელით 26 ოქტომბერს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.