იურისტი გიორგი მელაძე კანონდარღვევაზე მეტად სამართლის კულტურაზე საუბრობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნების შემდეგ შტაბში მივიდა და თავად შეიყვანა საარჩევნო მონაცემები კომპიუტერში. ამან საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საარჩევნო პროცესებში პირდაპირი ჩარევა იყო.
თავად ხიდაშელი აღნიშნავს, რომ მას კანონი არ დაურღვევია და „ ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ყოფნის უფლება ჰქონდა.
„მეტრონომმა“ გადაწყვიტა ამ საკითხზე იურიდიული კონსულტაციების მიღება და იურისტ გიორგი მელაძეს დაუკავშირდა.
„დიდი ხნის განმავლობაში თავად ხიდაშელი საუბრობდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე არჩევნებში და ამას აპროტესტებდა. ჯერჯერობით არ მინახავს, ასე პირდაპირ და აშკარად ყოფილიყო არჩევნებზე ამგვარი ჩარევა. თუმცა, თავდაცვის მინისტრს კანონი არ დაურღვევია…“ – ამბობს მელაძე.
იურისტის განცხადებით, აქ უფრო მნიშვნელოვანი სამართლის კულტურაა.
„ეს არის მიკერძოების აშკარა გამოხატვა, ხიდაშელი თავდაცვის მინისტრია და დროა ეს გაიგოს“. – ამბობს მელაძე.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, „საიასა“ და „კონსტიტუციის 42 მუხლს“. აღნიშნულ საკითხზე მათ თითქმის ერთნაირი კომენტარი გააკეთეს
„თინათინ ხიდაშელს კანონი არ დაურღვევია“. – განაცხადეს მათ.
ხიდაშელი იმყოფებოდა საკუთარი პარტიის შტაბში არასამუშაო დღეს და აქედან გამომდინარე, მისი ქმედებები კანონთან შესაბამისობაშია. თითქმის ერთსა და იმავე კომენტარებს აკეთებდნენ არასაომთავრობოები.
ჟურნალისტის კითხვაზე, მომხდარა თუ არა საქართველოში მსგავსი შემთხვევა, „საიაში“ თქვეს, რომ პოლიტიკოსების არჩევნებში მსგავსი სახით მონაწილეობის ბევრი შემთხვევა არსებობდა საქართველოში, თუმცა კონკრეტულად პერსონები „მეტრონომთან“ ვერ გაიხსენეს.