“რეალობას მოწყვეტილი მთავრობა სხვა საქართველოზე საუბრობს, სადაც თავად დალხენილად ცხოვრობენ და ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია”, – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში მიმდინარე მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.
მისივე განცხადებით, ამ ფონზე მთავრობა რეალობას სრულიად მოწყვეტილია და შთაბეჭდილება იქმნება, რომ სულ სხვა საქართველოში ცხოვრობენ.
„ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა და ამას ლარის კურსიც გამოხატავს, რომელიც როგორც წესი, ყველაზე ნათელი მაჩვენებელია იმ უდიდესი გაჭირვებისა და თავის ტკივილისა, რაც ქვეყანაშია. დღეს კიდევ ვუსმენთ მთავრობის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში, რომლებიც უბრალოდ რეალობას მოწყვეტილები არიან, ისინი საუბრობენ სხვა საქართველოზე, სადაც თვითონ დალხენილად ცხოვრობენ და ხალხი არის იქ, სადაც უკიდურესი გაჭირვებაა. აი, ეს უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს, ეს არაპროფესიონალიზმი, უვიცობა, კორუმპირებულობა და საკუთარ თავზე ორიენტირებულობა, რადგან მათი მოსმენაც კი, უკვე გამაღიზიანებელია, ეს ადამიანები იმდენად დიდ სიცრუეზე საუბრობენ ყოველთვის“ , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.