“თქვენი ნამართი კრიზისი ჩვენ ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღევანდელი თქვენი და თქვენი მეგობარი პოლიტიკური ძალის ლიდერები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე, ქვეყნის დასატოვებლად. თქვენი ერთ-ერთი დღევანდელი პოლიტიკური ლიდერი მოგვიწოდებდა ქართველ ხალხს დანა -ჩანგლით შეიარაღებულები შეხვედროდნენ მტერს, ანუ ბედის ანაბარა დატოვეთ მაშინ ხალხი და ახლა ჭკუას გვარიგებთ, როგორ ვმართოთ კრიზისები.”
ნათია თურნავა – ეკონომიკის მინისტრი
ამის შესახებ თურნავამ პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დღეს ნათია თურნავას დეპუტატები პარლამენტში უსმენენ.