ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ არ არიან კარვებში ეპიდემიოლოგები? – ტიკარაძის განმარტება

აჭარაში განთავსებულ  კარვებში უყურადღებოდ დატოვებულ სიცხიანი ადამიანების ფაქტს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ეხმაურება.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეპიდემიოლოგები კარვებში იმყოფებიან საჭიროებისამებრ, ვინაიდან მათი ძირითადი ფუნქცია არის ვირუსის გავრცლების კონტროლი.

„ეპიდემიოლოგები კარვებში იმყოფებიან საჭიროებისამებრ, ვინაიდან მათი ძირითადი ფუნქცია და ამოცანა არის ვირუსის გავრცლების კონტროლი და კონტაქტების მოძიება. აქედან გამომდინარე, მათი დაყოვნება არის მხოლოდ მიზნობრივი, ვინაიდან ეს არის ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ჩართულია პანდემიისა და ინფექციის გავრცელების მონიტორინგში. კარვებში იმყოფებიან აღჭურვილი და დატრეინინგებული ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც იმ მომენტისთვის არის საჭირო.

დავინტერესდები საკითხით, რატომ იყვნენ იქ მხოლოდ შსს-ს წარმომადგენლები, თუმცა ამ სამსახურსაც აქვს გავლილი შესაბამისი ტრეინინგი“- განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....