მთავარი ციტატა

„არჩევნების წინ რომ უსმენ ადამიანებს, ეს ყოველთვის ტოვებს საფუძვლიან უნდობლობას“

„კამპანიები კარგია, მაგრამ უკეთესია, როცა ეს ყველაფერი ხდება რუტინულ რეჟიმში. ანუ, არჩევნების წინ, როდესაც უსმენ ადამიანებს, ეს ყოველთვის ტოვებს საფუძვლიან უნდობლობას ხალხში – უსმენ არა იმიტომ, რომ მათი პრობლემები გაინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ შენ გჭირდება მათი ხმები. ამიტომ ყველანაირი კამპანია და კრეატივი არჩევნებში კარგია, მაგრამ ყველაზე კარგია, როცა ადამიანებთან შეხვედრა და მოსმენა ხდება ყოველდღიურად და არა საარჩევნო პერიოდში“.

დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი

„პალიტრანიუსის“ ეთერი

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებულ კამპანიას „დაავალე მიშას“ და საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიას „ალეკო გისმენთ“ აფასებს.

იტვირთბა....