ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ ლანჯოუს ჯანმრთელობის უწყებამ დაადასტურა, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი დაინფიცირდა ბაქტერიული დაავადებით, რომელიც ხელისუფლების განცხადებით, გამოწვეულია გასულ წელს ბიოფარმაცეფტულ ქარხანაში მომხდარი ეპიდემიის გავრცელებითა და გაჟონვით – ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
მათივე განცხადებით, 3245 ადამიანი ბრუცელოზის ინფექციით დაავადდა. ადამიანების აღნიშული დაავადებით დაინფიცირების გამომწვევი მიზეზი ხშირად მსხვილფეხა პირუტყვთან კონტაქტია, რომელიც ბრუცელის ბაქტერიის მატარებელია. ჯანდაცვის სამსახურების თქმით, ამ დრომდე არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევები. საერთო ჯამში 21 847 ადამიანი იქნა შემოწმებული ზემოხსენებულ ინფექციაზე.
დაავადება ძირითადად აზიანებს ნერვულ სისტემას, ძვლებს, სახსრებსაც კი. ბრუცელოზის გამომწვევი შეიძლება იყო ისეთი ცხოველები, როგორიცაა ცხვარი, ხარი და ღორი.
ადამიანებზე ბრუცელოზის გადადება ძირითადად ხდება დაავადებული საქონლის რძის ნაწარმი პროდუქტების მიღებისას ან ინფიცირებული პირუტყვის ხორცის ჭამისგან.