საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დაახლოებით 500 სტუდენტი ევროპის ქვეყნებში უკვე გადაიყვანეს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქართველი სტუდენტებისთვის გერმანის მიმართულებით მორიგი სპეცრეისია ჩანიშნული.
„ მინდა გითხრათ, რომ სასწავლო წელი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ეტაპობრივად იწყება. ჩვენ ვეხმარებით ქართველ სტუდენტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში დაბრუნებაში, იცით რომ 3 სუბსიდირებული რეისი განვახორციელეთ. დაახლოებით 500 სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი რეისი გაკეთდება, გერმანიის, ბერლინის მიმართულებით. გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას იმისთვის რომ სუბსიდირებით, შეღავათიან ფასებში დაუბრუნდნენ ისინი იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“,-განაცხადა პრემიერმა.