ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მოსახლეობა ემზადება, მატყუარა და დამსხვრეული ოცნებების პარტიის შესაცვლელად”- გიორგი ვაშაძე

“IRI-ის კვლევაც აჩვენებს, რომ 31 ოქტომბერისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იქნება მაღალი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ემზადება ხელისუფლების, მატყუარა და დამსხვრეული ოცნებების პარტიის შესაცვლელად”, – ასე ესმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, მთავარ კვლევას საქართველოს მოსახლეობა 31 ოქტომბერს დადებს.

„მთავარი კვლევა იქნება 31 ოქტომბერს. თუმცა IRI-ის კვლევაც აჩვენებს, რომ 31 ოქტომბერისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იქნება მაღალი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ემზადება ხელისუფლების, მატყუარა და დამსხვრეული ოცნებების პარტიის შესაცვლელად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი”- ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისი რეიტინგიც იზრდება იმ მარტივი მიზეზისგამო, რომ ყოველთვის ვსაუბრობთ პროგრამით,გეგმით, ანტიკრიზისული გეგმით, როგორ უნდავუშველოთ უმუშევრობას, როგორ უნდა დავწიოთსაბანკო პროცენტები. ჩვენ არ ვსაუბრობთ უბრალოდ პრობლემებზე, ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრის გზებზე, აი, აქ არის ჩვენი ხელწერა, არ შევდივართ კინკლაობაში. ვსაუბრობთ, ვაკრიტიკებთ და მიუთითებთ რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი. სწორედ, ამ მიდგომით გავიმარჯვებთ არჩევნებში,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....