მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანლის, მაიკ რაიანის განცხადებით, კოვიდ 19-თან და ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოებმა და მათმა მთავრობებმა თავის მოსახლეობას ზომიერი და თანმიმდევრული შეტყობინებები უნდა გაუგზავნონ.
ჯნმო-ს წარმომადგენლის თქმით, კორონავირუსული პანდემია პოლიტიკურ საფეხბურთო დაპირისპირებად არ უნდა ჩამოყალიბდეს.
“მთავრობებმა, სამეცინიერო დაწესებულებებმა უნდა შეაფასონ, მიმოიხილონ მიმდინარე სიტუაცია და ამის შესახებ ობიექტურად და გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას, რომლის შემდეგაც ადამიანებმა უნდა შეძლონ განსაზღვრონ თუ რა ზომების მიღებაა საჭირო. ყველა ქვეყნის მთვრობამ კორონავირუსთნ დაკავშირებით თანმიმდევრული განცხადებები უნდა აკეთოს. არ შეიძლება პანდემია უგულებელვყოთ და აგრეთვე არც პოლიტიკური საფეხბურთო დაპირისპირებისთვის უნდა იქნეს იგი გამოყენებული”. – განაცხადა მაიკ რაიანსმა.