“ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი კარგად წაიკითხოს ევროპარლამენტის გუშინ მიღებული რეზოლუცია” – ესე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების საკითხზე არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
კანდელაკის განმარტებით, რეზოლუცია პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას რომ ის რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე აღარ მოხდეს წელს.
„მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო პარლამენტის სპიკერის განცხადებას, თითქოს ევროპარლანეტის გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც ხმების დიდი უმრავლესობით არის მიღებული და გამოხატავს მთლიანად ევროპარლამენტის აზრს, არის ქართული ოცნების ქება და ხოტბა. ალბათ ბატონი თალაკვაძე რომელიმე სხვა პარლამენტში ადევნებდა თვალს დებატებს, მაგალითად რუსეთის დუმაში, სადაც ქართული ოცნების მეგობრები, მაგალითად ბატონი გავრილოვი, ძალიანაც კმაყოფილია ქართული ოცნების მთავრობის საქმიანობით. არვიცი დუმამ მიიღო თუ არა რაიმე დოკუმენტი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, თუმცა ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი კარგად წაიკითხოს ევროპარლამენტის გუშინ მიღებული რეზოლუცია”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში გუშინ მიიღო. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ დემოკრატიზაციის მისწრაფებაში საქართველოს ძალისხმევა პროგრესული და დასაფასებელია.