დავადებათა კომიტეტის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კვლავ “მწვანე ზონად” რჩება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განმარტა, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით აჭარის რეგიონი კვლავ ცხელ წერტილად რჩება.
„ახალ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე გვაქვს 2,63. მწვანე ზონაშია მთლიანად ქვეყანა, მწვანე ზონის ზღურბლი ჩვენთვის გახლავთ 5 და შემდეგ მოდის ყვითელი, უფრო საფრთხილო ზონა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი 2937-მდე გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1422 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.