„სამწუხაროდ, ახლა ჩამიგდეს კიდევ ერთი სურათი, უზრმაზარი ქორწილის, ერთ-ერთ რეგიონში. მაინც ხდება. უნდა დავემორჩილოთ რეგულაციებს, ძალიან გთხოვთ. დროებით თავი შევიკავოთ და ასეთი ქორწილები აღვნიშნოთ მოკრძალებულად, რადგან ინფექციის გავრცელების ძალიან დიდი რისკია.“
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი.
ამის შესახებ მან აჭარაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისათვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა.