ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“IRI-ის კვლევებში ჩანს “ქართვული ოცნების” რეიტინგის დაწევა” – სერგი კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე IRI-ის ახალ კვლევაზე საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნულ კვლევაში, ისევე როგორც ბოლოს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში ნათლად ჩანს “ქართვული ოცნების” რეიტინგის დაწევა.

მისივე განცხადებით, საზოგადოებაში ფუნდამენტური ცვლილებებისთვის გარკვეული მზაობა არის.

IRI-ის კვლევაში, ისევე, როგორც ბოლოს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში, NDI-ისა და Edison Research-ის კვლევებში ჩანს ერთი რამ, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი მოდის ქვემოთ, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მიდის ზემოთ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა ვითარება არასწორი მიმართულებით ან დგას ადგილზე, რაც ასევე ცუდი არის მთავრობისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს კომბინაცია, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე, არის კარგი მეტყველი იმ დამოკიდებულების, რომელიც არის საზოგადოებაში. საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

იტვირთბა....