ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის ანგარიშს დადებითად აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს რეაგირება კორონავირუსთან დაკავშირებით და დადებითად არის შეფასებული პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები.

როგორც თალაკვაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროპარლამენტის ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას.

“ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე ფართომასშტაბიან რეფორმებს, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციისა და გაძლიერების მხრივ და მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო ცვლილებებს. სამწუხარო იყო, რომ ოპოზიციამ ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯარო პირობა გასცეს ამასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საპარლამენტო არჩევნებს და მინდა დავარწმუნო ისინი, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში“, –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ დემოკრატიზაციის მისწრაფებაში საქართველოს ძალისხმევა პროგრესული და დასაფასებელია.

 

 

იტვირთბა....