წინასწარი მონაცემებით, თამარ ხიდაშელი ლიდერობს
ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ხმის დათვლის პროცესი საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში დასრულებულია.
“მინდა მოვუწოდო უჯარმაში შეკრებილ პირებს და განსაკუთრებით პოლიტიკურ ძალებს, ჩართულ მხარეებს, ნუ დაძაბავენ სიტუაციას და ნუ შეუშლიან ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას; მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს…” – განაცხადა ჟვანიამ.
ცესკოს თავმჯდომარემ მედიას საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო:
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №11 საგარეჯოს ოლქში, ამ დროისთვის 50-დან 48 უბანია დათვლილი. წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:
№8 ირმა ინაშვილი 6880 (47,48%)
№41 თამარ ხიდაშელი 6967 (48,08%)
№42 ზურაბი ჯორბენაძე 66 (0,45%)
№43 მიხეილ ანდღულაძე 243 (1,67%)
№44 გიორგი დავითაია 334 (2,3 %)
№65 მარტვილის ოლქში კი დათვლილია ყველა უბანი და წინასწარი შედეგების მიხედვით ხმების 27,45% (3641 ხმა) მიიღო ეთერ მეძველიამ (№8), ხოლო 72,54% (9620 ხმა) სოსო დანელიამ (№41).
უკვე დათვლილია ყველა ის საარჩევნო უბანი, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა. შედეგები ასე გამოიყურება:
საგარეჯოს ოლქი №11.12
№7 მანანა ასანიშვილი – 31 (3,51%)
№ 8 ამირანი საგინაშვილი – 169 (19,16%)
№41 ზაზა ჩიხლაძე – 397 (45,01%)
№45 მალხაზ გრძელიშვილი – 285 (32.31 %)
დმანისის ოლქი №24.06
№41მზია ნინიაშვილი – 553 (100%)
ვანის ოლქი №53.07
№ 41 რაული ძაგნიძე – 367 (69,11%)
№ 42 თამაზი სანადირაძე – 4 (0,75%)
№43 კონსტანტინე გურგენიძე – 160 (30,13%)
ხობის ოლქი №66.06
№8 ტარიელი ზარანდია – 115 (26,56%)
№ 41 მელორი გელანტია – 318 (73,44%)