ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კორონავირუსს ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაში 6 თვის განმავლობაში ქმნიდნენ” – ჩინელი ვირუსოლოგი

ერთ-ერთმა ჩინელმა ვირუსოლოგმა, ლი მენგ იანმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ მისი მოსაზრება კორონავირუსთან დაკავშირებით მტკიცდება. კერძოდ, ვირუსოლოგის განცხადებით, ვირუსი ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაში შეიქმნა.

როგორც იანი აღნიშნავს, ვირუსი გენეტიკური ნივთიერებისა და ორი ღამურის შერწყმის შედეგად შეიქმნა. მისი თქმით, ძლიერი ცილა- ვირუსის ზედაპირზე არსებული სტრუქტურა, რომელსაც უჯრედების ერთმანეთთან დასაკავშირებლად იყენებენ დაარედაქტირეს, და შეცვალეს იმისათვის, რათა მომხდარიყო ვირუსის ნაწილაკების ადამიანის უჯრედებთან მარტივი და სწრაფი დაკავშირება.

მისივე განცხადებით, ვირუსი მზადდებოდა 6 თვის განმავლობაში და მას სპეციალურად ინახავდნენ ლაბორატორიაში არსებულ ღამურების ორგანიზმში.

ვირუსოლოგის განმარტებით, მან როდესაც საზოგადოებისთვის დაიწყო შეტყობინება არსებული რეალობის შესახებ და უხსნიდა ხალხს, რომ ეს არა ბუნებრივი ვირუსი, არამედ ლაბორატორიაში შექმნილი ინფექცია იყო, მუქარის წერილები მიიღო, სადაც მას უთვლიდნენ, რომ იგი ამ ინფორმაციის გაჟღერების გამო შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. მან მალევე დატოვა ჩინეთი, რომლის შემდეგაც ამერიკიდან დაიწყო იმ ფაქტებსა და თეორიებზე საუბარი, რომლითაც ვირუსის შექმნის კვალს ჩინეთის კომუნისტურ მთავრობამდე მივყავართ. მიუხედავად მისი მოსაზრებებისა, მტკიცებულებებისა და ხელშესახები ფაქტების არ ქონის გამო, მის შეხედულებას ამ დრომდე კრიტიკულად აფასებენ აშშ-ს სამეცნიერო წრეები და მას შეთქმულების თეორიის ერთ-ერთ ვერსიად სახავენ.

იტვირთბა....