აჭარის რეგიონში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო რეგულაციები მკაცრდება.
ბათუმში შესასვლელთან სპეციალური პუნქტი მოეწყობა, სადაც ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება.
დილიდან, აჭარაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმყოფება. ისინი რეგიონში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კორონავირუსის გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.
გადაწყვეტილება, რომ ბათუმის შესასვლელში განთავსებულიყო სპეციალური საკონტროლო საგუშაგო, საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.