“ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ლარის გაუფასურების და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ბაქრაძემ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, მოიტანა ლარის გაუფასურების შედეგი.
„ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, ისედაც გაუფასურებულ ლარს დაემატა გაზაფხულზე არასწორი მენეჯმენტის შედეგად, მთლიანად გაჩერებული ეკონომიკა, დაემატა უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელიც წელს აიღო მთავრობამ და ახლა ემატება ის უზარმაზარი საბიუჯეტო ვალდებულებები, რასაც არცევნების მოსაგებად კისრულობს ქართული ოცნება. ამიტომ, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება იქნება გრძელვადიანი, თუ არ მოიძებნა კონკრეტული გამოსავალი, ხოლო ეს გამოსავალი არის ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე”. – განაცხადა დავით ბაქრაძემ.