მესტიაში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სესხების გადავადებას ითხოვენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაბა მესტიას შესასვლელი გზა გადაკეტა, რის შემდეგაც ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდა.
ერთ-ერთი ადგილობრივი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სესხების გადავადებაა. მისივე თქმით, აქტივისტები მერიის წინ კარვების გაშლას გეგმავენ.
“გუშინ დაიწყო აქცია და დამთავრდა საღამოს 8 საათზე. დღეს ისევ განაახლეს. გზა აქვთ გადაკეტილი და არ უშვებდნენ მანქანებს, მხოლოდ ქვეითად გადაადგილდება ხალხი.
ახლა აპირებენ მერიის წინ კარვების გაშლას. აქციის მონაწილეები სესხების გადავადებას ითხოვენ 1 წლის ვადით, ამავდროულად უპროცენტოდ” – განაცხადა ადგილობრივმა “მეტრონომთან.”
ფოტო: “სვანეთინიუსი.”
თამარ შუკვანი