ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქვეყნები, რომლებმაც თავის დროზე სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი ეკონომიკური ზარალი მიიღეს” – ნათია მეზვრიშვილი

“ქვეყნები, რომლებმაც თავის დროზე სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი სოციალური და ეკონომიკური დანაკარგების წინაშე დადგნენ”, – აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინიისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს კითხვის ნიშნები, რატომ იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული მაშინ, როცა ინფიცირების გაცილებით ნაკლები შემთხვევა იყო.

“დღეს არსებობს კითხვის ნიშნები საზოგადოებაში, რატომ იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული მაშინ, როცა გაცილებით ნაკლები შემთხვევა იყო და ამაზე პასუხი ძალიან მარტივია – ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სისტემა იმიტომ, რომ შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება და ფაქტობრივად ჩვენ ეს შევძელით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა არის მომზადებული. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც ასეთი განსაკუთრებული ზომები არ მიიღეს, რომლებმაც თავის დროზე ქვეყანაში სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი ჰუმანური, სოციალური და ეკონომიკური დანაკარგების წინაშე დადგნენ. ამიტომ, ამით აიხსნება ის გადაწყვეტილებები და მთავრობის პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რასთან დაკავშირებითაც კითხვები ისმის”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....