ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგი წულაია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს – როგორია მისი მდგომარეობა

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია გულის შეტევით კლინიკაში მოათავსეს. იგი ქუთაისში, კლინიკა “ელჯიში” დილით შეიყვანეს.

როგორც ექიმი ზაზა ლომინაძე აცხადებს, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, მას უახლოეს პერიოდში გულის შუნტირება ჩაუტარდება.

“გოგი წულაია 11 წელია ჩვენი პაციენტია, ეს მისთვის რიგით მესამე გულის შეტევაა. დღეს დილით ის სასწრაფომ შემოიყვანა. მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. დადგინდა, რომ მას სჭირდება შუნტრების ოპერაცია” – თქვა ზაზა ლომინაძემ.

იტვირთბა....