ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეროვნულ ვალუტას სარეანიმაციოა არაფერი სჭირს და ჩვენი ვალუტა ჯანსაღად გამოიყურება. ამის შესახებ მან გადაცემა “დღის კურიერში” განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის მიეკუთვნება მოქალაქეების იმ ჯგუფს, რომელსაც დოლარში აღებული სესხი გაუძვირდა.
“შემცირდა შემოსავლები ტურიზმიდან, შემცირდა შემოსავლები საგარეო ვაჭრობიდან და ეს არ შეიძლება არ აისახოს ლარის კურსზე, ეკონომიკური ვარდნა, მოსალოდნელი ზრდის მაგივრად, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკი, კორდინირებული პოლიტიკის შედეგად იმას აღწევს, რომ ლარის რყევები არის საკმაოდ მცირე. მეც ვიზიარებ ამ წუხილს, მაგრამ შეიძლება არ დავინახოთ, რომ ეს არის ზომიერი რყევები, იმასთან შედარებით, თუ რა ხდება რეგიონში. იმასაც გეტყვით, რომ ეს არის მოკლევადიანი რყევები, გამოწვეული სხვადასხვა მოლოდინებით. ინფიცირებულების მომამტებამ ბიზნესში გააჩინა მოლოდინი, რომ მოხდება ისევ ჩაკეტვა, გამოცხადდება საყოველთაო კარანტინი, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ- არ მოხდება დიდი ჩაკეტვები, ბიზნესი გააგრძელბს მუშაობას, გაგრძელდება ვაჭრობა და ექსპორტი, შესაბამისად, ლარის კურსს არ ელოდება დიდი რყევები და ეს დინამიკაც ჩაცხრება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.