ახალი ამბები მთავარი

“მოიყვანეს ზონდერები და ინაშვილის მხარდამჭერებს ურტყამენ”

საგარეჯოში საარჩევნო პროცესი დიაძაბა

საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, მე-20 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ერთმანეთს “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლის ირმა ინაშვილისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლის თამარ ხიდაშელის მომხრეები დაუპირისპირდნენ.

ძირითადი პრეტენზიები ადგილობრივი სოფლელების მხრიდან არის სოფლის გამგებელ გიორგი ჭიაბერაშვილზე. როგორც ისინი ამბობენ, სოფლის გამგებელი ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე.

“ჭიაბერაშვილს ტერორში ჰყავს სოფლის მოსახლეობა. ის აიძულებს ხალხს ხმა მისცენ ხიდაშელს. მოიყვანეს ზონდერები და ინაშვილის მხარდამჭერებს ურტყამენ.” – აცახდებენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, საგარეჯოსა და მარტვილში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები  მიმდინარეობს. საგარეჯოში “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნებიდან” თამარ ხიდაშელი, ასევე, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები – ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძოლებენ.

მარტვილში კი მხოლოდ ორი კანდიდატია რეგისტრირებული, კერძოდ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი სოსო დანელია.

 

იტვირთბა....