აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან სააღდგომო ზავის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან სააღდგომო ზავის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უმაღლეს მთავარსარდალს დღეის მდგომარეობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია“, – განუცხადა მან მედიას.

ცნობისთვის, მართლმადიდებლურ აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინამ რუსეთს დროებითი სააღდგომო ზავის ამოქმედება შესთავაზა.

როგორც უკრაინული მედია წერს, 2025 წელს პუტინმა სამდღიანი სააღდგომო ზავი გამოაცხადა, რითაც უკრაინაში ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტისკენ 19 აპრილის საღამოდან 21 აპრილის შუაღამემდე მოუწოდა. თუმცა ამავდროულად, 2025 წლის 19 აპრილს რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა.

იტვირთბა....