„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აპირებს ჩაატაროს ისეთივე ტიპის არჩევნები, ისეთივე ქმედებებისა და ნაბიჯების გადადგმით, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების დროს, ანუ დაშინების და მოსყიდვის ფონზე”. – ამის შესახბ “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე დაშინებისა და მუქარის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კაპანაძე განმარტვას, ხელისუფლებას, არჩევნების მოსაგებად, მხოლოდ დაშინებისა და მოსყიდვის ისტრუმენტები დარჩა.
მისისვე განცხადებით, ხელისუფლების ამგვარი ქცევის მიუხედავად, “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერები დაშინებას არ უშინდებიან და მზად არიან გარდამტეხი ცვლილებებისთვის.
„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აპირებს ჩაატაროს ისეთივე ტიპის არჩევნები, ისეთივე ქმედებებისა და ნაბიჯების გადადგმით, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების დროს, ანუ დაშინების და მოსყიდვის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ჯერ რამდენიმე დღეა დაიწყო, ამის სიმპტომები უკვე არის. კერძოდ, ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის აქტივისტების დაშინების მცდელობები, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ აქტივისტების შეშინების მცდელობები ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ გაუსწორდნენ ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის აქტივს. როგორც ჩანს, ძალადობის გამოყენება, დაშინება, მოსყიდვასთან ერთად, არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ბიძინა ივანიშვილს”. – განაცხადა სერგი კაპანაძემ.