რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანის გედევან ფოფხაძის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც კლინიკის მედპერსონალს სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებს. ლევან გოფოძის განცხადებით, ფოფხაძის პოზიცია უსამართლოა. ამის შესახებ მან “პრაიმტაიმთან” განუცხადა.
„როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი გეუბნებით, გედევან ფოფხაძის პოზიცია არის უსამართლო და მოგახსენებთ, რატომ – ბატონი გედევანი გახლავთ პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრი კი არის ადამიანი, რომელიც უნდა აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად და ზრუნავდეს სახელწიფოს განვითარებაზე. რესპუბლიკური საავადმყოფო განეკუთვნება იმ იშვიათ კლინიკათა რიცხვს, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, სულ სამი თუ ოთხი კლინიკა გვქვს ასეთი მთელ საქართველოში.
პირველი მარტიდან რესპუბლიკური საავადმყოფო არის ცხელების და კოვიდის ცენტრი, რომელიც იღებს შეუწყვეტელი რეჟიმით კოვიდიან პაციენტებს. მე არ ახსოვს არც ერთი შემთხვევა, როცა ბატონი გედევანი ამ ხნის გამავლობაში მობრძანდა და მოიკითხა რესპუბლიკური საავადმყოფოს პირობები, დაინტერესდა, რა მდგომარეობაში მუშაობენაქ ექიმები და რა მდგომარეობაში არიან პაციენტები, სცადა ჩვენი დახმარება იმისთვის, რომ კლინიკაში, რამე გამოესწორებინა.
ჩვენს კლინიკაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტებმა მიიღო ადეკვატური დახმარება. გედევანის შესაბამისი პირობები ვერ მოვაწყვეთ, რა ვქნათ. მე არ ვაპირებ ბატონ გედევანთან პოლემიკაში შესვლას. ჩვენთან პაციენტის კვება ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მითუმეტეს, ცხელების ცენტრში, რა არ მოეწონა მას, ვერ გეტყვით. ახლა დავბრუნდი სამსახურში და ყველაფერში გავერკვევი. სიმართლე არ არის, რომ ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტი ერთი სველი წერტილით სარგებლობს” – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.
ცნობისათვის, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სათანადოდ არ მკურნალობენ. ამასთან, დეპუტატის თქმით, საავადმყოფოში არც არაკოვიდიანი პაციენტების უფლებებია დაცული.

